რეზონანსი
25.07.2022

"ძალიან მარტივად ჩანს, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი ამოცანა, სწორედ ამის გამო ისინი აანონსებენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის მიმართული პირველი პუნქტის დარღვევისკენ, ანუ პოლარიზაციისკენ, და ასევე ისინი არ არიან ჩართული დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაში. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს იმას, რომ მათ არ სურთ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ შექმნეს რაღაც ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ტექნიკური კომიტეტები, ტექნიკური სამუშაო ჯგუფები. ეს არის გარდა იმისა, რომ ღიმილისმომგვრელი, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციური წეს-წყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ისინი აჩვენებენ, რომ ყველანაირად საბოტაჟისკენ არიან მომართულნი", - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ეხმაურება სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც

ოპოზიციამ ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით დღეიდან დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×