რეზონანსი
25.07.2022

პარალელური რეალობის შექმნის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან ჰქვია ერთადერთი რამ, ეს არის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი, - ასე აფასებს ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნას.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფების შექმნა პარლამენტის პასუხისმგებლობაა და ,,პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ", შესაბამისად, ეს აბსოლუტური უმეცრება და უპასუხისმგებლობაა.

,,ტექნიკური პარლამენტის შექმნა უბრალოდ ხერხია, სამუშაო ჯგუფების შექმნაზე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი, მაშინ ვიაროთ ასე ჯგუფ-ჯგუფად და ვიმუშაოთ, ეს არის აბსოლუტური უმეცრება და უპასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ, ეს არის სუსტი, პიარული სვლა ევროკავშირის რეკომენდაციების საბოტაჟისთვის", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×