რეზონანსი
25.07.2022

რუსულ კომპანია „გაზპრომში" განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება. ამის მიზეზად რუსულ კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები დაასახელეს.

„გაზპრომის" ცნობით, ტურბინის გაჩერების შემდეგ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1" 24 საათში 33 მილიონ კუბური მეტრის ბუნებრივი აირს გატარებას შეძლებს, რაც დაგეგმილი მიწოდების 20%-ს შეადგენს.

ამ ფონზე ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა და ათას კუბურ მეტრში 1860 დოლარი შეადგინა.

მანამდე კანადა დათანხმდა, გამონაკლისი დაუშვას და სანქციების გვერდის ავლით გააგზავნოს რუსული გაზსადენისთვის აუცილებელი ტურბინა გერმანიაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×