რეზონანსი
26.07.2022

ის, როგორც პოლიტიკოსი, აღარ უნდა განვიხილოთ - ვინც გაამართლა, ვინც გამოეხმაურა იმ შეურაცხყოფას და ვინც მას გამოუცხადა სოლიდარობა, კოლექტიურად ერთი სახე აქვთ და ამ სახეში რომ ჩაიხედავთ, არის აბსოლუტური სიცარიელე და ფსკერი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გუშინდელი ქცევა მისი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება იყო.

„მე კი მისგან არაფრი არ მიკვირს, მისი შიგთავსი ეს არის. როგორც იქცეოდა გუშინ, ეს არის მისი შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ ის, როგორც პოლიტიკოსი აღარ უნდა განვიხილოთ. ეს არ არის პოლიტიკოსის ქცევა. პიროვნულად რომ შეხედო, მისი ქცევა იყო მისი შინაგანი მდგომარეობა და ეს არის არანორმალური, არაეთიკური, ყოველგვარ ზღვარს გადასული. ასეთი ადამიანია სამწუხაროდ, რომლისგანაც არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეთ, უბრალოდ კიდევ მორიგ წარმოუდგენელ ქმედებებს ჩაიდენს იმისთვის, რომ საბოლოოდ დიაგნოზი დაისვას მასთან დაკავშირებით. ვინც გაამართლა, ვინც გამოეხმაურა იმ შეურაცხყოფას და ვინც მას გამოუცხადა სოლიდარობა, კოლექტიურად ერთი სახე აქვთ და ამ სახეში რომ ჩაიხედავთ, არის აბსოლუტური სიცარიელე და ფსკერი. თვითონ აირჩიონ, კოლექტიური კობახიძეობა თუ სურთ, იყვნენ მაგ მოცემულობაში", - განაცხადა ბესელიამ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი" არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც "დაგუგლა", აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×