რეზონანსი
26.07.2022

თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ორი კვირაა ისინი გაუსაძლის პირობებში არიან.

24 ოჯახიდან ნაწილს საცხოვრებელი მთლიანად გაუნადგურდა და გამგეობამ სხვაგან შეასახლა, ნაწილი კი საკუთარ სახლში დარჩა, თუმცა ამბობენ, რომ არანაირი პირობები არ აქვთ, სახლს არც მინები აქვს და წვიმის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

ტერიტორიაზე კი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ისევ ყვითელი ლენტია შემოვლებული და ამ დრომდე არ არის ექსპერტიზის პასუხი.

"ჩემი მანქანა არის დღეს ჩემი სახლი, არ მაქვს არაფერი. დღეს მომივუდა ესემნესი, რომ თქვენი მანქანა არის დაჯარიმებულია. პატრული ითხოვს შეიყვანეტ მნაქანები ეზოებში, მაგრამ ჩვენ ლენტები გვაქვს გაკრული. მე პირადად ჩემს ეზოში მანქანას ვერ შევიყვან, არის ხანძრისგან ჩამოშლის საშიშროება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

 თამარ მეფის გამზირზე ხანძარი 7 ივლისს მოხდა. შემთხვევის შედეგად 1-მა ადამიანმა დამწვრობა მიიღო, დაკვამლიანებისას დაშავდა 10-მდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×