რეზონანსი
26.07.2022

ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს „უინსტონ ჩერჩილის ლიდერობის ჯილდოს" მიღება , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ჯილდოს მიღება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მთელი უკრაინელი ხალხი, რომელიც ტირანიისგან თავისუფლების დასაცავად წამოდგა.

„უკრაინას და მთელ ევროპას ყოველთვის ემახსოვრება ისინი, ვინც უყოყმანოდ დაეხმარა ჩვენს ხალხს და თავისუფლების იდეას. მსოფლიოს დემოკრატიებს შეუძლიათ შეაჩერონ ნებისმიერი ტირანია. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ნებისმიერი ბოროტება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას. ამისთვის მხოლოდ მთელი თავისუფალი სამყაროს ერთობლივი ლიდერობა შეიძლება იყოს საკმარისი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×