რეზონანსი
27.07.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული წერილის კომენტირებისას აცხადებს, რომ უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქონებას ერთი თეთრი კი არა, მილიარდებიც დააკლდება.

„ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო.

დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც მისი ხელის ბიჭები უყენებენ აშშ-ს ელჩს და ვაშინგტონს, არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითაც აღიარა რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ.

უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოსდო დახლზე და ვაჭრობს!

ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და მიგვათრევს იმპერიის ორღობეებში. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია.

მაინც რა უნდა დავთმოთ პოლარიზაციის განსამუხტად – ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი? და რისთვის? ოლიგარქის მილიარდებს რომ ერთი თეთრი არ მოაკლდეს?!

და საქართველოც გააგრძელებს სვლას, წინ ევროპისკენ“. – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×