რეზონანსი
27.07.2022

ყინწვისში მღვდელი საძოვარ მიწას დაეუფლა და მოსავალი მოიყვანა - ხალხი დახმარებას ითხოვს

 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში სასულიერო პირებმა სოფლის საძოვრები შემოიღობეს და ლობიო მოიყვანეს - ამის შესახებ ადგილზე ჩასულ ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს უთხრეს.  როგორც სოფელში თქვეს, აღნიშნულ ფაქტს კონფლიქტი რამდენჯერმე მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივების თქმით, მღვდელი მიწის დაბრუნებას მომავალ წელს დაჰპირდა.

 “მღვდელმა შემოღობა და ლობიო დათესა. არადა ეს ტერიტორია მოსახლეობის იყო და მას საძოვრებად ვიყენებდით“ – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მომხდარის გამო ხალხი შველას ითხოვს. მათ საქმის კურსში კიდევ ერთხელ ჩააყენეს ადგილობრივი ხელისუფლება

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×