რეზონანსი
27.07.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ფხაკაძის თქმით, ცერცვაძეს, როგორც კოლეგას უდიდეს პატივს სცემს, მაგრამ არ ეთანხმება მის მოსაზრებას კორონავირუსის რიგით რესპირატორულ დაავადებად გამოცხადების თაბაზე.

„ბატონი თენგიზი არის უფროსი თაობის კოლეგა და როგორც კოლეგას, უდიდეს პატივს ვცემ და სამედიცინო სფეროში მისი საქმიანობა/მოღვაწეობა არის და იქნება ჩაწერილი საქართველოს ჯანდაცვის ისტორიაში.

რაც შეეხება ბატონი თენგიზის პოლიტიკურ/პარტიულ საქმიანობას, ამაზე რთულია საუბარი, ვინაიდან ქართული პოლიტიკური “სივრცე” საკმაოდ გაუგებარი და, უმრავლეს შემთხვევაში, ალოგიკურია ჩემთვის.

4 დღის წინ ბატონი თენგიზი ამბობდა, კორონა რიგით რესპირატორულ ვირუსად იქცაო და დღეს თვითონ არის კორონაინფიცირებული საშუალოზე მძიმე მდგომარეობით. სწრაფ გამოჯართელებას ვუსურვებ, მაგრამ ეს არის "ჩვეულებრივად" ქცეული ვირუსი?!

ანუ ისევ “სეზონური გრიპზე" ვსაუბრობთ. კარგით, რა. 2 თვეა, სახელმწიფო მანქანა “მუშაობს”, რომ დაარწმუნონ მოქალაქეები, თითქოს ქვეყანაში “სეზონური გრიპია”, როცა რეალურად გაქანებული კოვიდაფეთქებაა! მარტივად რომ ვთქვათ, “სეზონურ გრიპს” არ ახასიათებს პოსტკოვიდური მდგომარეობა, რომელიც უკვე საკმაოდ რთულად აისახა საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე!

ჯანდაცვის “სისტემის” რომელ გამართულ მუშაობაზეა საუბარი?! ეს ის “სისტემაა”, რომელმაც ოფიციალური მინაცემებით 17,000 მოქალაქე მოკლა, რეალურად კი 50,000 -მდე მოქალაქეს დააკარგინა სიცოცხლე! ეს ის სისტემაა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოში მე-7, ყველაზე ჩავარდნილი კოვიდ მაჩვენებელი აჩვენა. და ეს ის “სისტემაა” სადაც ვაქცინაცია ჩავარდა და ასიათასობით კოვიდ ვაქცინები ნაგავსაყრელში აღმოჩნდა!

როცა წავიკითხე ეს ინტერვიუ, აშკარად ჩანდა, რომ პასუხობდა არა ჩემი კოლეგა, არამედ პოლიტიკოსი, ვინაიდან ყველა პასუხი იყო არა მეცნიერული/მტკიცებაზე დაფუძნებული, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული, რაც ჩემთვის სამწუხაროა. ამით ისედაც დაკარგულ მოსახლეობის ნდობას ვანადგურებთ.

წავიკითხე, მერე გადავიკითხე და ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე: ამ ქვეყანაში სანამ კომუნისტური მართველობა არ დამთავრდება, ჩვენ არაფერი გვეშველება!

ჯანმრთელობას გისურვებთ…“ - წერს ფხაკაძე.

წყარო: tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×