რეზონანსი
27.07.2022

პიტბულს, რომელმაც გუშინ რუსთავში 11 წლის ბავშვი დაკბინა, მუნიციპალურშია გადაყვანილი და დაძინებას უპირებენ - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, ძაღლს პატრონი აჩხუბებს და ფარეხში ჰყავს გამოკეტილი. ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, ძაღლის პატრონი პასუხისმგებლობას თავს არიდებს და იმალება.

"ეს ის ძაღლია გუშინ 8 მიკროში ბავშვს რომ უკბინა...

ნახეთ რა მდგომარეობაშია, ძაღლებისგან დაკბენილი უამრავი შრამით, პატრონი აჩხუბებს და პლიუს ფარეხში ჰყავს გამოკეტილი

ამ ქვეყანაში ყველა ავადმყოფს პიტბული ჰყავს ან უნდა რომ ჰყავდეს, იცით რატომ? თავიანთ ეგოს იკმაყოფილებენ საკუთარი ძაღლის ჩხუბით აბა ვისი მოერევა, ვისი ძაღლი დაკბენს და დაგლეჯს უკეთესად!

პატრონი იმალება და თუ ვინმემ რამე იცით მოიწერეთ

ძაღლი მუნიციპალურშია გადაყვანილი",- წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×