რეზონანსი
27.07.2022

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერმა დმიტრო ორლოვმა რუსი ჯარისკაცები ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, საცხოვრებელ ადგილებში. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ბოლო კვირაა. ოკუპანტები მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე, ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უპასუხებენ ამ თავდასხმებს, რადგან ამან შეიძლება ატომური ელექტროსადგური დააზიანოს. ამიტომ, ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ", - განაცხადა ორლოვმა.

ენერგოდარი ომის პირველივე დღეებიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის. მერის თქმით, ის ქალაქში არ იმყოფება, მაგრამ იგი მჭიდრო კომუნიკაციაში რჩება ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

"ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურის მუშაკები და ადგილობრივი მოსახლეობა მძევლებად ჰყავთ", - აღნიშნა მან.

მერის განცხადებით, „ადამიანებს იტაცებენ ფულის ან სხვა სარგებლის მოპოვების მიზნით" და ხალხი სარდაფებშია გამომწყვდეული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×