რეზონანსი
27.07.2022

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შვედეთს ჯერ არ განუხორციელებია ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადირება.

„მათ [შვედეთმა და ფინეთმა] თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოში გაწევრიანების მათ განაცხადს დავბლოკავთ", - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ შვედეთსა და ფინეთში „ტერორის პროპაგანდა" გრძელდება.

18 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის შეჩერება შეუძლია, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ.

30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის" ექსტრადირებაზე.

ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×