რეზონანსი
30.07.2022

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

ოფიციალური ცნობებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.

რაც შეეხება ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, კომისიამ 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი წარუდგინა.

ცნობის საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და შემდგომ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×