რეზონანსი
30.07.2022

თავის მართლების კამპანია - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი თბილისში გამოჩენილ ბანერებს წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას მავთულხლართებიც ადასტურებს და ჯობია „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნოს იმ მოწოდებებს, რაც საქართველოს ომში ჩართვას უკავშირდება.

„იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია, არანაირი პროპაგანდა არ სჭირდება. ეს მავთულხლართებიც კარგად დასტურდება და საზოგადოებისთვის ყველაფერი ძალიან კარგად არის ცნობილი. ამ უაზრო და გაუგებარ „პროპაგანდას“, ჯობია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთოს ის, რაც დღემდე არ გაუკეთებია - გაემიჯნოს იმ ირიბ თუ პირდაპირ მოწოდებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობდა და გულისხმობს. ლუსტრაციის ძალიან საინტერესო პროცესი მიდის და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ვინ ჩაერთვება ამ პროცესში. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ დასავლეთი ომის მეორე ფრონტის არსებობით არის დაინტერესებული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არიან ძალიან სერიოზული ძალები, რომლებსაც სურთ, რომ კავკასიასა და საქართველოში იხილონ მეორე ფრონტი, - აცხადებს მათიკაშვილი.

დღეს დედაქალაქში გამოჩნდა ბანერები წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ინიციატორი „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ არის, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×