რეზონანსი
30.07.2022

დაპირისპირება ცხვარიჭამიაში, რომელსაც 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - "კურიერმა" გაარკვია, რომ საქმის მთავარი ფიგურანტი დანაშაულს აღიარებს. ეს დღეს 22 წლის დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა "რუსთავი 2-თან" დაადასტურა. ჯიჯეიშვილმა პირობაც დადო, რომ გამოძიებას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

სისხლის სამართლის საქმეში სავარაუდო მოქმედ კიდევ 5 პირს დღეს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე წარედგინათ. განსასჯელის სკამზე მსხდომები ბრალს არ აღიარებენ. დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება დაბადების დღის წვეულებაზე მყოფ კიდევ ორ პირს. მათ გამოძიება ცრუ ინფორმაცის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ახლა გამოძიებას მტკიცებულებად 40-ზე მეტი პირის ჩვენება აქვს. გამოკითხულია წვეულებაზე მყოფი ყველა პირი. ბრალის დაზუსტების შემდეგ, პროკურატურამ მიმდინარე საქმის ფარგლებში, გამოძიების პროცესზე ისაუბრა.

"კურიერი" დღეს კიდევ ერთხელ დაინტერესდა გარდაცვლილი 20 წლის ახალგაზრდის ოჯახის პოზიციით. მირიან კუკავას ახლობლებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ - დამნაშავე კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისაჯოს.

ბრალის წარდგენის შემდეგ საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს. მკვლელობით დასრულებული საბედისწერო წვეულების საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლო განიხილავს. აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე სხდომას ხვალ, 11 საათზე გახსნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×