რეზონანსი
30.07.2022

"ჩვენი მიზანია, ავიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ტყვე, რომ შევძლოთ მათი გაცვლა ჩვენს თანამებრძლებში" - ასეთი განწყობით მიდიან აზოველები დღეს საბრძოლო დავალებებზე.

ერთ-ერთი ასეთი სამხედრო მისიის დროს აზოვის მეორე ასეული მოულოდნელად ოსების ჩასაფრებაში მოყვა. ხანმოკლე სროლისა და  აფეთქებების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა ოსები ტყვედ აიყვანეს. აზოველი, საძახისით აიბოლიტი ახლა იუმორით იხსენებს დაძაბულ ოპერაციას.

"მიზანი იყო რაც შეიძლება ტყვეების დიდი ფონდი შეგვექმნა, რათა ტყვეთა გაცვლის დროს კარგ პოზიციაში ვყოფილიყავით. ამ ბრძანებამ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა ოდნავ შეცვალა. უფრო მოხერხებულად უნდა გვემუშავა. ეს ორი იდიოტი ტყვედ ავიყვანეთ. მაშინ გამოჩნდა იდეა, რომ მათი ფორმა ჩამეცვა და თავი ოკუპანტად გამესაღებინა. ორნი იყვნენ. ჩავიცვი ტყვეების ფორმა, ჯიბეში 4 ხელყუმბარა ჩავიდე და მათი კალაშნიკოვი ავიღე. საშინელი ფორმა იყო. ავუხსენი ბიჭებს როგორ უნდა გვემოქმედა. მტრის პირველ პოზიციაზე დონეცკელი მებრძოლები იყვნენ. სულ 5 პოზიცია იყო. ნელა უნდა შევსულიყავით მტრის ზონაში. კარგი გეგმა გვქონდა. როგორც კი მათს პოზიციებს მივუახლოვდი გასროლის ხმა გავიგე. ჩავიმუხლე და შევეცადე, კონტაქტი დამემყარებინა. მათი დაძახების ხმა გავიგე. ვუთხარი, რომ მათი რაზმის წევრი ვიყავი. დიალოგი დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. აქცენტზე მივხვდი, რომ ოსები იყვნენ. გეგმა ცოტა შეგვეცვალა. უცებ ერთ-ერთმა დაიყვირა ჯიბიდან ყუმბარას იღებსო. ამოვიღე და ორივე მხარეს გავისროლე. ისინიც ისროდნენ. ოსებს არ შეეშინდათ, საპასუხო ცეცხლი გაგვიხსნეს. უკან დავიხიეთ და მძიმე ტექნიკით დავადუღეთ. შანსი იყო ტყეების აყვანის და გავრისკე. ეს ჩვენი ტყვეების ფონდისთვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა",- ყვება მებრძოლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×