რეზონანსი
31.07.2022

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება, ვითარება კრიტიკულია ასობით სოფელში, ხოლო ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება ხერსონის რეგიონში. ვითარება კრიტიკულია რეგიონის ასობით სოფელში: დანგრეული გზები, სახლები, სკოლები, დანაღმული მინდვრები და მდინარეები, ტყის ხანძარი, დაჭრილი და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები", - ნათქვამია მოხსენებაში.

უწყება დასძენს, რომ რამდენიმე სოფელი უკვე ხუთი თვეა, რაც ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი და ასეთ სოფლებში მოსახლეობას მარტის შემდეგ პენსიები და სოციალური დახმარება არ მიუღია.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მეზობელ სოფლებში გადავიდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×