რეზონანსი
01.08.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესი ამჯერადაც გადაიდო.

სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ორი დოკუმენტი წაიკითხა. პენიტენციური დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეეთავაზა, როგორც სასამართლოში წარდგენის გზით, ასევე დისტანციურად, თუმცა, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

მოსამართლემ ასევე წაიკითხა კლინიკა „ვივამედიდან" გაგზავნილი ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი პროცესში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია და სხდომა საშვებულებო პერიოდის გათვალისწინებით, 20 სექტემბრამდე გადადო.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×