რეზონანსი
01.08.2022

ხანძარი რუსთაველის გამზირზე - ადგილობრივები ჰყვებიან, რომ რუსთაველის გამზირის 50 ნომერში მეოთხე სართულზე ძლიერი დაკვამლიანება, დაახლოებით, 10 საათზე შენიშნეს. სახლში 2 ადამიანი იმყოფებოდა, ხანძრის შედეგად ერთს კვამლით ინტოქსიკაცია, მეორეს კი - ხელისა და ფეხის მიდამოებში დამწვრობა აღენიშნება.

ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა სადარბაზოში კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.

მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა, დაახლოებით, 30 კვ.მ. ფართი.

ორივე პაციენტი, რომელიც ხანძრის შედეგად დაშავდა, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა ცეცხლი, თუმცა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×