რეზონანსი
01.08.2022

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართული პოლიტიკიდან მიდის და აღნიშნა, რომ ეს ვერც პოლიტიკური და ვერც სამართლებრივ ასპექტებზე გავლენას ვერ იქონიებს.

„რომელიც არ უნდა იყოს სიმართლე, ადვოკატების თუ პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, ეს თვისობრივად არაფერს შეცვლის, თუმცა გარკვეული გაუგებრობები რომ არსებობს, ალბათ, ეს მათი ამომრჩევლებისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო სანახავი. დამაჯერებელი იქნება ან რეალური იქნება თუ არა ეს, ალბათ, დღის წესრიგზე, არც პოლიტიკურზე და არც სამართლებრივზე, რომელიც სასჯელის აღსრულებას უკავშირდება, გავლენა არ ექნება. შესაძლოა, ვინმე გეგმავდეს რომ პოლიტიკაზე უარის თქმის განცხადება შესთავაზოს საზოგადოებას როგორც საპირწონე თავისუფლების მოპოვებისა, თუმცა, სამართლებრივი სივრცისთვის, აბსოლუტურად უსარგებლოა ასეთი არგუმენტი, რასაც ჰქვია პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობა, რადგან სამართლებრივი პროცედურები აღსრულდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია კონკრეტული პირის პოლიტიკური პრეფერენციები ან პოლიტიკური აქტივობა. შესაძლოა, მათი მხრიდან ეს ასეც იყოს გაგებული და ამ მიზანს ისახავდნენ, რომ იქნებ ამ გზით ივაჭრონ და მიიღონ გათავისუფლებაზე დასტური, პოლიტიკური პრეფერენცია მას როგორიც სურს შეიძლება ისეთი ჰქონდეს, უნდა აიღოს ხელი [პოლიტიკაზე], უნდა ნუ აიღებს, ეს მასზეა დამოკიდებული, თუმცა, სამართლის აღსრულებასთან ეს კავშირში არ იქნება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×