რეზონანსი
01.08.2022

ხელისუფლება არ მუშაობს. ხელისუფლება მუშაობის იმიტაციას ქმნის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება" შეასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ამიტომ ამ ფარსში არ ვიღებთ მონაწილეობას", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, პარლამენტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის ნაცვლად, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამგვარად მოქმედებას საშემოდგომო სესიამდე აპირებს, შემდეგ კი საკუთარ კანონპროექტებს კომიტეტის სხდომებზე გაიტანენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×