რეზონანსი
02.08.2022

მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ცნობით კი, რომელიც ასევე ბესო ჩუბინიძეს ეკუთვნოდა, მამუკა ონაშვილის დაკრძალვა ზურა დოიჯაშვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე იყო გადაწყვეტილი.

„დაკრძალვა იქნება ხუთშაბათს, 4 აგვისტოს. გამოსვენება მოხდება 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან. მამუკას დავკრძალავთ მახათას მთაზე, ახალ პანთეონში, ტაძართან ახლოს“, - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×