რეზონანსი
02.08.2022

აშშ-მა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ-ქაიდას“ ლიდერი იმან ალ ზავაჰირი მოკლა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა.

BBC-ის ინფორმაციით, ზავაჰირის ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე, დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. როგორც ცნობილია, ზავაჰირთან ერთად ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, მოკლულია მხოლოდ ალ ზავაჰირი, დანარჩენი პირები კი უვნებლად გადარჩნენ.

ბაიდენმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „ალ ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მკვლელობის საბოლოო განკარგულება მან თავად გასცა.

ცნობისთვის, აიმან ალ ზავაჰირი „ალ ქაიდას“ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. იქამდე კი ის ტერორისტული ორგანიზაციის მთავარი იდეოლოგი და ბინ ლადეის მოადგილე იყო.

როგორც ცნობილია, ზავაჰირი 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×