კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაილანდში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. ეს ყველაფერი მან პროვოკაციად შეაფასა და ჩინეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ამჟამად დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა პელოსი ტაივანში, თუმცა ამ ვიზიტთა სერიასთან და ტაივანში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა", - ამბობს პესკოვი.
ცნობილია, რომ ნენსი პელოსი დღეს მალაიზიაში ჩავიდა. მანამდე კი მედია ამბობდა, რომ პელოსი 2 აგვისტოს საღამოს ტაივანში უნდა ჩასულიყო. Reuters წერს, რომ თვითმფრინავმა, რომლითაც აშშ-ის მაღალჩინოსანი მალაიზიაში ჩავიდა, მალაიზიიდან უკვე გაფრინდა, თუმცა უცნობია, ბორტზე პელოსი იმყოფებოდა თუ არა.
აშშ-ის განცხადებით, თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთმა შესაძლოა, ძალის დემონსტრირება მოაწყოს
„ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება" | პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გამო, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ვითარება იძაბება
რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბარში დაჟინებით მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა ტაივანი ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიაროს. „ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება", - განაცხადა სი ძინპინმა.
ტაივანის პრემიერმა სუ ჩენგ-ჩანგმა თქვა, რომ კუნძული ნებისმიერ უცხოელ სტუმარს თბილად მიიღებს.
ტაივანი თვითმართვადი დემოკრატიაა, თუმცა ჩინეთი მას საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.