რეზონანსი
02.08.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინას უფრო სწრაფად სჭირდება მძიმე იარაღის მიღება, რათა წარმატებით მოიგერიოს რუსული თავდასხმები. უკრიანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ელენოვკას კოლონიაში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა სტოლტენბერგს მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ უკრაინამ ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან უფრო სწრაფად მიიღოს მძიმე იარაღი, რათა წარმატებით მოიგერიოს რუსული თავდასხმები და გადავიდეს შემდგომ კონტრშეტევაზე. საუბრისას სტოლტენბერგი შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვას მიესალმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×