რეზონანსი
04.08.2022

"დედაენის ბარის" წინააღმდეგ ორგანიზებული ინტერნეტკამპანია მიმდინარეობს. ბარის მფლობელი დათო ლაფაური ამბობს, რომ მათ სოციალურ ქსელებზე კიბერშეტევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, გაურკვეველმა პირებმა გატეხეს ბარის ვებ-გვერდი და რუსეთის მოქალაქეების ნაწილი "დედაენის ბარს" გუგლსა და სოციალურ ქსელებში დაბალ შეფასებებს უწერს.

დათო ლაფაური მიზეზებზე დაზუსტებით ვერ საუბრობ, თუმცა, ბარის წინააღმდეგ დაწერილ ინტერნეტ კომენტარებსა და კიბერთავდასხმას რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს უკავშირებს, რადგან ბარში ანტისაოკუპაციო პოლიტიკა მოქმედებს.

"ობიექტური მიზეზები ამ პროტესტების, ჩვენთვის არის უცნობი, ბოლო დროს გახშირდა რუსების მიერ ჩვენს მიმართ ერთი ვარსკვლავის დაწერა, განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენი ბარი დეკლარირებულად მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენზე მიმდინარეობს ამ წუთასაც კიბერთავდასხმა. ათასობით შეფასება და ცუდი კომენტარი იწერება," - ამბობს დათო ლაფაური.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×