რეზონანსი
04.08.2022

როგორც ჩანს წერილების წერაში მოგვბაძეს, უმჯობესი იყო მათ კითხვებზე პასუხის მოთხოვნაში მოებაძათ, - ასე შეაფასა 48 ოპოზიციონერი დეპუტატის ერთობლივი განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

„კითხვების დასმა ანტიდასავლური რატომაა ჩემთვის გაუგებარია, გამომდინარე აქედან, რომ კითხვებს დასავლეთში სვამენ. ეს არის პოლიტიკური კეკლუცი და თავის წარმოჩინება, რომ, ესენი არიან დასავლეთელები და ჩვენ ანტიდასავლური კამპანიის მწარმოებლები", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

48 ოპოზიციონერი დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×