რეზონანსი
04.08.2022

ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის მახლობლად - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტმა ჩინეთის სამხედრო წვრთნები, კირბიმ უპასუხა, რომ „აქ პროვოკატორი პეკინია".

„ერთ-ერთი შემაშფოთებელი რამ, რაც მსგავს წვრთნებს ან რაკეტების გაშვებას ახლავს, არის გაანგარიშების რისკი, შეცდომის რისკი, რომელმაც ფაქტობრივად შეიძლება რაიმე სახის კონფლიქტი გამოიწვიოს", - დასძინა კირბიმ.

ცნობისთვის, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთის მიერ გასროლილი ხუთი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაეშვა, რაც მისი თქმით, ოფიციალურმა ტოკიომ მკაცრად გააპროტესტა დიპლომატიური არხებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×