რეზონანსი
05.08.2022

გასული დღე-ღამის განმავლობაში, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სარაკეტო თავდასხმებს დონეცკის ოლქში, დაშავებულია 9.

რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

დღეს, დილიდან, აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. დაშავებულია 3 ადამიანი, დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოკუპანტებმა ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი სოფელი, მთლიანად დამწვარია 6 სახლი.

"დონეცკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას. ის ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პირობები სოლედარისა და ბახმუტის ხელში ჩასაგდებად. ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესების მიზნით, შეტევითი და თავდასხმის მოქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა. სამხრეთ ბუზის მიმართულებით, ოკუპანტთა მოქმედებები მიმართულია ჩვენი ჯარების წინსვლის აღსაკვეთად. დაიბომბა მიკოლაევის, ლიმანის, ანდრიივკას რაიონები. ოკუპანტებმა ოდესის ოლქის მიკოლაივკას დასახლებაში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×