რეზონანსი
05.08.2022

საპროტესტო აქციები განახლდა ზეღდულეთში. მოსახლეობა გასხვისებულ მიწებს აპროტესტებს. გარდა ამისა, სხვის საკუთრებაში შეჭრისთვის მესაკუთრემ სასამართლოს მიმართა და ახლა 13 ადგილობრივს საჯარიმო ქვითრები მოუვიდათ. მათ 250ლარის გადახდა მოუწევთ. მოსახლეობას გორის მერის მოადგილე შეხვდა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ფეხით დაიძრნენ გორის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ადგილობრივები რამდენიმე წელია კერძო ინვესტორზე გასხვისებული მიწის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ფართობს წლებია საძოვრად იყენებენ და პირველად ჯერ კიდევ 2008ში ნაცმოძრაობის მთავრობაში ყოფნის დროს გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე და საძოვრიდან სტატუსი სახნავ-სათესზე შეეცვალა ამ ფართობს.შემდეგ კი მიწები ადგილობრივ ინვესტორებზე გასხვისდა, ადგილობრივებმა დამუშავების უფლება მათ რამდენჯერმე არ მისცეს.

დეკემბერში ვითარება საინიციატივო ჯგუფის შექმნის შეთავაზების შემდეგ განიმუხტა. ჯგუფს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად უნდა მოეძებნა პრობლემის გადაჭრის გზა. მათ ალტერნატიული ფართი 30 ჰექტარი შესთავაზეს, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა. საუბარი 75 ჰექტარზეა, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრესია, 25 კი - შპს ფუდლენდის საკუთრებაშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×