რეზონანსი
13.08.2022

სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ ჯაში ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნად დაინიშნა.

მარიამ ჯაში მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია, ის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე; სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი, გაერო-ს შიდსის პროგრამის დამოუკიდებელი ექსპერტი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი; მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი ბიუროს კონსულტანტი; UNDP და UNWOMEN -ის კვლევითი პროექტების კონსულტანტი.

მარიამ ჯაშს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების ამოქმედებაში.

მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია 1919 წელს შეიქმნა, 1954 წლიდან თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ხოლო 1987 წელს მოიპოვა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსი. 103 წლის ისტორიის მქონე MWIA დღეს მსოფლიოს მასშტაბით, 12 000-ზე მეტი წევრით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 36 ეროვნული ასოციაციაა.

ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პროფესიული გაერთიანებაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობა გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში, ქალი მედიკოსების უფლებების დაცვა და ჯანდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის საკითხები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×