რეზონანსი
15.08.2022

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ დროის რომელ მონაკვეთში არის ალერგია მოსალოდნელი.

„15-21 აგვისტოს მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ამბროზიას (Ambrosia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება. ყვავილობა დაიწყო ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარმა ავშანმა (Artemisia), მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით. ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ერთეული სახით დაფიქსირდება: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago), ჭინჭრის (Urtica) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც. საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×