რეზონანსი
19.08.2022

 

 თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თურქეთში გამართვა შესთავაზა, - ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

„მე განვაცხადე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ომის დიპლომატიური და მოლაპარაკებების გზით დასრულებაში წვლილის შეტანას. სწორედ ისე, როგორც სოჭში ვიზიტის დროს პუტინს ვუთხარი, ზელენსკის შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შორის შეხვედრას", - განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ქალაქ ლვოვში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრა გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×