რეზონანსი
23.08.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ნებისმიერი საშუალებით დაიბრუნებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.

„ყირიმს ნებისმიერი საშუალებით დავიბრუნებთ, რომელიც სწორად მიგვაჩნია, სხვა ქვეყნებთან კონსულტაციის გარეშე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვერ ხედავს მოლაპარაკებისთვის რუსეთის მზადყოფნის ნიშნებს.

„ისინი არ ფიქრობენ რაიმე დიალოგზე, მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ, ისევე როგორც 2014 წელს მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×