რეზონანსი
23.08.2022

რამდენიმე ადამიანისგან მქონდა ძალიან საყურადღებო ინფორმაცია, რომ ბორჯომში უკვე არსებული ხანძარი იყო დივერსია და მსგავსი დივერსიები კვლავ იგეგმებოდა საქართველოში. პირდაპირ მითხრეს, რომ ამ ყველაფერში უსამშობლო, მოღალატე და მავნებელ ნაც-რადიკალებს ფული აქვთ გადახდილიო,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს.

„თავიდან მოვერიდე ამის დაწერას, ერთ ადამიანს მაინც რომ არ ეფიქრა, თითქოს ვინმეს რამეს ვაბრალებ, მაგრამ ახლა, როცა ქუთაისსა და თეთრიწყაროში ძალიან საეჭვო ვითარებაში გაჩნდა ხანძარი, ეჭვი აღარ მეპარება, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე პროვოკაციასთან. აგენტების, დივერსანტების და მოღალატეების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გაირკვევა ამ უსაშინელესი და უბინძურესი დივერსიის დამგეგმავ - შემსრულებელი! რევოლუცია ვერ მოაწყვეს და ახლა ამ ბინძური მეთოდებით იბრძვიან ეს მანქურთები!!!", - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×