რეზონანსი
23.08.2022

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის შემოწმებას დათანხმდა, - ამის შესახებ განცხადება დღეს დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში  ნათქვამია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ კოლონამ სატელეფონო საუბარი გამართა სერგეი ლავროვთან.

მათ განიხილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში,  გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს გაგზავნა. 

კოლონას თქმით, რუსეთი დათანხმდა მისიას და პირობა დადო, რომ თავს შეიკავებს აქტიური საომარი მოქმედებებისგან. 

თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ  რუსეთის ხელისუფლებას  საჯაროდ არ დაუდასტურებია.

ელისეის სასახლემ 19 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების [IAEA] გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში.

რუსეთი 4 მარტიდან აკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს. ოკუპანტებმა არაერთხელ დაბომბეს სადგურის ტერიტორია, რამაც არაერთი ობიექტი დააზიანა  და ბირთვული კატასტროფის საფრთხე შექმნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×