რეზონანსი
24.08.2022

ბორჯომში ხანძარი უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი  ახალციხის სოფელ აწყურის მიმართულებით ძალიან სწრაფად ვრცელდება. დასახლებულ პუნქტამდე 5 კილომეტრია დარჩენილი.

ვითარების გასარკვევად "სამხრეთის კარიბჭე" სოფელ აწყურში მერის წარმომადგენელს ავთანდილ ჯვარიძეს დაუკავშირდა, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. ცოცხალი ძალა ცეცხლის ქრობის პროცესს არ წყვეტს. რედაქცია ასევე დაინტერესდა, ემუქრება თუ არა საფრთხე აწყურის ციხეს.

"გამორიცხულია ციხემდე მოვიდეს, ყველა ფეხზეა და თავდაუზოგავად მუშაობს. რთული რელიეფია, თუ ყურადღება არ იქნება ამ შემთხვევაში მივა ცეცხლი, მაგრამ ხალხი მუშაობს დღეს და ღამეს ასწორებენ. ამ ეტაპზე არავის საფრთხე არ ემუქრება. სტიქიაა და ვერ გაიგებ, ქარზეა დამოკიდებული", – თქვა ავთანდილ ჯვარიძმე. მისი მონაცემებით, ხანძარი ახალციხის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გავრცელებული ჯერ არ არის.

"სამხრეთის კარიბჭე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×