რეზონანსი
24.08.2022

ახალციხეში, ელექტროგამანაწილებელ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს დენი არ მიეწოდება. როგორც "ენერგო–პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ალტერნატიულ ხაზზე გადართვის შესაძლებლობა არ არის, ამიტომ სანამ ახალ "ტრანსფორმატორს" არ დადგამენ, მოსახლეობას დენი არ ექნება.

ამ ეტაპზე თბილისის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. 

"ზუსტ დროს ვერ გეტყვით როდის აღდგება ელექტროენერგია, ალბათ უფრო ხვალ დილისთვის შევძლებთ, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს", – ამბობენ კომპანიის პრესსამსახურში.

"ენერგო–პრო ჯორჯიაში" ვერ გვიზუსტებენ, რამდენ ქუჩას და აბონენტს არ აქვს დენი. ჩვენი ინფორმაციით, ელექტროენეგიის გარეშეა დარჩენილი  თბილისის, კოსტავას და ნათენაძის ქუჩები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×