რეზონანსი
24.08.2022

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში. წალენჯიხა-მუხურის გზაზე, სქურის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი. ისინი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ავარიის სავარაუდო მიზეზი კი საგზაო წესების დარღვევა და გადაჭარბებული სიჩქარეა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსახვევთან მომავალი ოპელი გვიან შეამჩნია და საჭის დამორჩიება ვერ შეძლო.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილას პოლიციისა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

"მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×