რეზონანსი
24.08.2022

კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ხალხი ყოველთვის საუბრობს დასავლეთის ერთიანობის დაშლის რისკზე, თუმცა G7-ისა და ნატოს სამიტზე დასწრების შემდეგ, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ერთიანობა ახლა შეუდარებელია და მისი აზრით, ის შენარჩუნდება.

„არის გარკვეული ლოგიკა იმ პოზიციაში, რომელშიც აღმოვჩნდით, რადგან ახლა არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არც შეთავაზებებია. პუტინი არ სთავაზობს მოლაპარაკებებს და ასეთი წინადადებაც რომ იყოს, ვერ ვხედავ, რა ვითარებაში დათანხმდებოდნენ უკრაინელები ამ მოლაპარაკებებს. უკრაინაში არსებული აგრესიისა და ტირანიის გათვალისწინებით, ასეთი მოლაპარაკებები კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება უნდა მოიშოროს. მისი აზრით, ეს იქნება უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილება ევროპისთვის და კატასტროფა პუტინისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×