რეზონანსი
24.08.2022

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომში ჩავიდა. მედიასთან საუბრისას მან თქვა, რომ ცეცხლის გაფართოების არეალი დღეს გუშინდელთან შედარებით დაბალია, თუმცა როგორც მან აღნიშნა, დღეს ხანძრის ადგილას ახალი კერები კიდევ გაჩნდა.

გომელაურის თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როდის იქნება შესაძლებელი ხანძრის სრულად ჩაქრობა, რადგან ეს ამინდზეა დამოკიუდებული. გარდა ამისა შს მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს შესაბამისი ტექნიკით თურქეთი და აზერბაიჯანი დაეხმარნენ.

"შედარებით დაიკლო ამ ცეცხლის კერებმა, გაფართოების არეალმა. [ცეცხლი] წითელ ზონას არ გაცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო დღეს გადასული იყო იქ ცეცხლი და იქ იყო ახალ-ახალი კერები. მთლიანად დავათვალიერეთ, გახსოვთ, ბორჯომის ხანძარი, [მაშინ] მთლიანად იწვოდა ყველაფერი, ახლა არ არის ასე, პატარ-პატარა კერებია, ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები აწყურის მიმართულებით, სოფელთან და იმის საშიშროება, რომ ცეცხლი მოსახლეობასთან გადავა, არ არსებობს, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა...

რაც შეეხება შედეგებს, ანალიტიკოსები საუბრობდნენ, რომ გუშინდელთან შედარებით ბევრად დაბალია ცეცხლი, დაკვალიანება, რა თქმა უნდა არის. შედარებით მეტი ქარი ოყო დღეს ვიდრე გუშინ და შედარებთ დაბალია ცეცხლი, რა თქმა უნდა, შედეგიანი იყო, როგორც ვერტმფრენების მუშაობა, ასევე ავიაციის", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ბორჯომის ტყეში უკვე 6 დღეა ხანძარია. ცეცხლი ბორჯომის ტყის შემდეგ ახალციხის ტყეზეც გავრცელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×