რეზონანსი
25.08.2022

ძმები კაკულიების საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო. საუბარია არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაზე. ბრალდებულებს მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

მოსამართლემ მხარეებს მისცა დრო, რათა მტკიცებულებები შეისწავლონ და წარადგინონ. განხილვის დროს იყო მცირე კამათი.

დაცვის მხარე გამოძიების პროცესში ბრალდებულების მიმართ კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს. 

"ვიდრე საქმეში ადვოკატი ჩაერთვებოდა, ბრალდებულების მიმართ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა, რომელიც ჩატარდა ადვოკატის გარეშე,  ეს კი მიგვაჩნია, რომ არის ანტიკონსტიტუციური და ფუნდამენტურად დარღვეულია ბრალდებულების უფლებები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იყო ქალაქი მოსკოვი და მიუხედავად იმისა, რომ იგი ფლობს ქართულ ენას და მშობლიურ ენადაც მიიჩნევს ქართულ ენას, იყო კონკრეტული გარემოებები, რომელიც მისთვის გაუგებარი გახლდათ, როგორც უფლებების განმარტების დროს, ისე გამოძიების ქმედების დროს მასთან მიმართებაში," - განაცხადა ადვოკატმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×