რეზონანსი
25.08.2022

"პომიდვრის გრიპი" - ასე უწოდეს ვირუსულ ინფექციას, რომელიც ინდოეთში გავრცელდა. დაავადება, პირველად, კერალას შტატში, მოგვიანებით კი, ინდოეთის კიდევ 3 შტატში გავრცელდა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პომიდვრის გრიპის“ ინფექციას იმიტომ უწოდეს, რომ ის ტანზე წითელ ლაქებს იწვევს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება და ხშირად პომიდვრის ზომას აღწევს. „პომიდვრის გრიპი“ სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მისი მკურნალობის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს.

დაავადების დროს პაციენტებს მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი და გამონაყარი უფიქსირდებათ. ასევე რიგ შემთხვევებში ბავშვებს აქვთ კუჭის აშლილობა, ღებინება და სისუსტე.

წყარო: TIA.GE

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×