რეზონანსი
25.08.2022

მოლითის ტყეში, სოფელ ბეჟათუბნის თავზე, ცეცხლი კვლავ მძვინვარებს.

„ამჟამად ცეცხლი ბეჟათუბნის სოფლის თავზე გოლათუბნის მხარესაა გავრცელებული, – ამბობს მოლითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ტალახაძე, – მთის ფერდობის თავზე ვიმყოფებით და ცეცხლის კერებს ვებრძვით. სახანძრო ბრიგადა კი ცეცხლის ჩაქრობას ქვემოდან ცდილობს.

ძალიან ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის გაძლიერებას უწყობს ხელს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბრიგადა სოფლის დასაწყისში დგას და სიტუაციას აკონტროლებს. მოხალისეები ბარებითა და თოხებით ცეცხლის კერებს მიწას ვაყრით.

სტიქიას ხარაგაულისა და ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ებრძვიან. გუშინ ღამით ბაღდათის სამაშველო სამსახურიც გვეხმარებოდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩინური სამშენებლო კომპანიის ტრაქტორებიც ჩართულები არიან“, – ამბობს მერაბ ტალახაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×