რეზონანსი
12.09.2022

უკრაინელებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ, არ იციან ამდენ ტყვეს რა უქნან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი განმარტავს, უკრაინამ დაადასტურა, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენება ისე ეფექტურად, რომ ამას დასავლელი ექსპერტებიც არ ელოდნენ.

„უკრაინელები უაღრესად მოტივირებული ოფიცრები და ჯარისკაცები არიან. ისინი საკუთარ სამშობლოს და ოჯახებს იცავენ. რუსის ჯარისკაცებს რა მოტივაცია ჰქონდათ? ეს იყო ძარცვა, ძალადობა. კარგია, როდესაც შენ შეტევაზე ხარ, წარმატების ნიშან-წყალი გასხია, როგორც კი შენი დაცვითი სისტემა ინგრევა და იძულებული ხარ უკან დაიხიო, აქ არანაირ მოტივაციას არ აქვს ადგილი.

უკრაინელებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ, არ იციან ამდენ ტყვეს რა უქნან. რეალურად, მათი დაბინავება, კვება, მოვლა, მინიმუმ 1000 კაცი, ასეთ დინამიურ პროცესში პრობლემაა.

ახლა ის, ვინც აწვდის უკრაინას იარაღს შეექმნათ დამატებითი მოტივაცია, უკრაინამ დაადასტურა, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენება ისე ეფექტურად, რომ ამას დასავლელი ექსპერტებიც არ ელოდნენ",- აღნიშნავს ჩეჩელაშვილი.

მან რუსეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთში სერიოზული რყევა დაიწყო, პუტინის მიმართ აშკარა, პირდაპირი მუქარები გამოჩნდა.

„მე ვხედავ რომ შიგნით, რუსეთში დაიწყო სერიოზული მოძრაობა და რყევის პროცესი. მენიშნა ის, რომ რუს მემარჯვენე, რევანშისტულ, იმპერიალურ ძალებსა და გარკვეულ "ტელეგრამ" არხებში აშკარა, პირდაპირი მუქარები გამოჩნდა პუტინის მიმართ. როდესაც ეს არხები პუტინს ადიდებდნენ და ამბობდნენ, ჩვენი გამარჯვებების არქიტექტორია, ახლა პირდაპირი მუქარები გამოჩნდა",- აღნიშნავს ჩეჩელაშვილი და დასძენს, რომ „პუტინის ერთიანი და შეკრული პოლიტიკის ქვეშ რუსეთი აღარ არის, ომის წარმოების მისი რესურსი შეზღუდულია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×