რეზონანსი
13.09.2022

არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროსგან და ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათ აქვთ საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულება, რომ აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი.

„თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არა აქვს, რაც რისკებს ქმნის. არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იგივე ეხება არასამთავრობოებსაც“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×