რეზონანსი
13.09.2022

პოლიტიკური სასამართლო გოგაშვილის მონაწილეობით ადრე თუ გვიან, მაინც გაიმართება, როდესაც მას თავისუფალი ტრიბუნის საშუალება მიეცემა. მანამდე კი, ამ კომისიების მოთხოვნა, სასაცილოც აღარ არის, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში იმყოფება.

„პოლიტიკური სასამართლო გოგაშვილის მონაწილეობით ადრე თუ გვიან, მაინც გაიმართება, როდესაც მას თავისუფალი ტრიბუნის საშუალება მიეცემა. მანამდე კი, ამ კომისიების მოთხოვნა, სასაცილოც აღარ არის. ან ვის იმედად ქმნიან კომისიას, ელისაშვილის და „ევროპული სოციალისტების“?! საერთოდ რატომ ვაბრალებთ მათ ოპოზიციონერობას?! ეს ხელისუფლება და მათ გვერდით მჯდომი ნებისმიერი ოპოზიცია ხომ ყველა ერთი სახეა, გარიგებული და დაბინავებული. თუ არადა გადახედეთ უმრავლესობის შემოსავლებს - ვინ იშოვის დღეს ფულს თუ „ოცნებასთან“ არ არის შეკრული?!

მოკლედ, ხალხს დღეს ქუჩაში სჭირდება გვერდში დგომა, ქუჩიდან გამარჯვება და არა ამ დაუსრულებელი აბსურდის სმენა პარლამენტის სავარძლებიდან და იმის ყურება, გამგეობებში ხელისუფლება და ოპოზიცია მილიონებს როგორ ინაწილებს! ის ფაქტიც, დღეს რომ ამდენი ემიგრანტი გვყავს, ქვეყანა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებით რომ იცლება, სწორედ ოპოზიციის „ოცნებასთან“ გარიგების შედეგია. იმის შედეგია, ხალხს რომ უღალატეს, გვერდით არ დაუდგნენ, ხელისუფლებას რომ გაურიგდნენ და პარლამენტში, საკრებულოებში შელაგდნენ და კიდევ თურმე სამომავლო თანამშრომლობასაც რომ გეგმავენ!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×