რეზონანსი
13.09.2022

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად სომხურ მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. 

"სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", - დასძინა პრემიერმა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი  სომხეთის არმიის დანაკარგები 150-200 ადამიანია. 

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით - სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმები ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც. სომხეთის მთავრობამ უკვე მიმართა რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს უშიშროების საბჭოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×