რეზონანსი
13.09.2022

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდნენ, სადაც ცნობები მიიღეს ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ ქონება 10-მდე ადამიანს დაუყადაღეს. საუბარია გოგაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვაზე.

გოგაშვილის ცოლი ამბობს, რომ ბინა, რომელიც მას დაუყადაღეს ბანკის სესხით არის შეძენილი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს.

"არაფერზე ხელი არ მოვაწერე, გავეცანი, მაგრამ არ დავეთანხმე. მე რაც კი ქონება მაქვს, მაქვს ბანკით შეძენილი, სასამართლოში წარვადგენ ყველა დოკუმენტს.

მინდა მივმართო, შოთაძეს, რომ სანამ გოგაშვილის ქონებაზე დაიწყებს გამოძიებას, მანამდე ამ ჩინოვნიკების - გიორგი ღამბაშიძეზე, ლილუაშვილზე, წმინდა ვახუშტიზე, მდინარაძეზე, ანრი ოხანაშვილზე დაიწყოს გამოძიება, როგორ აქვთ შეძენილი, მათ ცოლებზე, ცოლის დაქალებზე სიდედრებზე, სიდედრის დაქალებზე მძღოლებზე და მძღოლების ძმებზე გადაფორმებული ქონება", - თქვა თია მარტყოფლიშვილმა.

გარდა ამისა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები გოგაშვილისთვის ბრალის შესაძლო დამძიმებაზე საუბრობენ. ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის დავალებებია, რომელსაც შს მინისტრი გომელაური ასრულებს.

"ადვოკატებმა ყველა ბრალთან დაკავშირებით მოვიპოვეთ ყველა მტკიცებულება, სამართლიან სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. რაც შეეხება ქონებების დაყადაღებას და შესაძლო ბრალის დამძიმებას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, ყველა ქონებასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვიპოვებთ ქონების წარმომავლობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და დავამტკიცებთ, რომ ის კანონიერადაა შეძენილი", - თქვა  გოგაშვილის ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×