რეზონანსი
16.09.2022

მათი პოლიტიკური ტაქტიკა დღეს გადის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დაზიანდეს საქართველო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„სანქციები, ვითომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები, ომის რიტორიკასთან მიახლოებული მათი განცხადებები - ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება, რაც არის დესტრუქციული დღის წესრიგი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან".

„ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა", - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტელეკომპანია „იმედის" წამყვანის ირაკლი ჩიხლაძის შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს სხვა, რამდენიმე მოქალაქისთვის, სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ის ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება, მომზადებულია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×